ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-ის მიერ ისრაელისთვის გაწეული მხარდაჭერა ხელს უშლის ღაზის სექტორში გენოციდის შეჩერებას
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-ის მიერ ისრაელისთვის გაწეული მხარდაჭერა ხელს უშლის ღაზის სექტორში გენოციდის შეჩერებას

ისრაელისთვის გაწეული აშშ-ის მხარდაჭერა ხელს უშლის ღაზის სექტორში გენოციდის შეჩერებას, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სხვებისთვის თავშეკავებისკენ მოწოდების ნაცვლად, აშშ-მა უნდა აიძულოს ისრაელის რეჟიმი, შეწყვიტოს ომი.

ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ვაშინგტონი უნდა ეცადოს, თავი დააღწიოს სიონისტური რეჟიმის მახეს, რომელიც აშშ-ის უშუალოდ კონფლიქტში ჩართვას ცდილობს.

„ომი არ არის გამოსავალი, უსაფრთხოება ვერ მიიღწევა ძალის გამოყენებით და ღაზაში გენოციდის ჩადენით. ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა არ შეიძლება გაგრძელდეს სიონისტური რეჟიმის მიერ ე.წ. ჰამასის სრულ განადგურებამდე, ვინაიდან ეს დრო არასოდეს მოვა, რადგან პალესტინელი ერის ნება არ შესუსტებულა ბოლო 80 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.