ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამერიკამ არ შეიძლება გზავნოს იარაღი ქალების, ბავშვების, მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად ღაზაში და ამავდროულად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდოს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამერიკამ არ შეიძლება გზავნოს იარაღი ქალების, ბავშვების, მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად ღაზაში და ამავდროულად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, ისრაელის თავდასხმები თუ არ შეწყდება, კონფლიქტი შესაძლოა, გაფართოვდეს და მასში სხვა მხარეებიც ჩაერთონ. ამის შესახებ ბეირუთში მყოფმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ლიბანელ კოლეგასთან შეხვედრისა და „ჰეზბოლას“ ლიდერთან, ჰასან ნასრალასთან მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„ეს ორგანიზებული სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც სიონისტური გაერთიანება ჩადის, დაუყოვნებლივ თუ არ შეწყდება, მაშინ ჩვენ ნებისმიერი შესაძლებლობა შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. სასაცილოა, რომ ყოველთვის, როდესაც ამერიკა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, ის ნებას რთავს კრიმინალებს, ყალბ სიონისტურ გაერთიანებას, დახოცოს ქალები, ბავშვები და სამოქალაქო პირები ღაზაში. ამერიკამ არ შეიძლება გზავნოს იარაღი და ბომბები ქალების, ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად ღაზაში და ამავდროულად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდოს“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.