ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება, რადგან ის ისრაელს მხარს უჭერს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აცხადებს, რომ სირიაში, ირანის საკონსულოს ისრაელი დაესხა თავს, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება, რადგან ის მხარს უჭერს ისრაელს.
„მნიშვნელოვანი გზავნილი გადაეცა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, როგორც სიონისტური რეჟიმის მხარდამჭერს. აშშ-მა პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პირველ აპრილს სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე, რის შედეგადაც დაიღუპა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი გენერალი და სამხედრო მრჩეველი.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ირიაში ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ირანის საკონსულოზე თავდასხმის შესწავლა დაევალა.