ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომი გაფართოვდება, თუ დროებითი ზავი, რომელიც უნდა ამოქმედდეს, არ შენარჩუნდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი ლიბანში „ჰეზბოლას“ ლიდერს, ჰასან ნასრალას შეხევდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
ამირ აბდოლაჰიანი ბეირუთში გუშინ ჩავიდა და ეს 7 ოქტომბრის შემდეგ ლიბანში მისი მეორე ვიზიტია. ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომი გაფართოვდება, თუ ზავი, რომელიც უნდა ამოქმედდეს, არ შენარჩუნდება.
„ცეცხლის შეწყვეტა ხვალ თუ დაიწყება და თუ ის არ გაგრძელდება, რეგიონში მდგომარეობა არ დარჩება ისეთივე, როგორიც იყო ცეცხლის შეწყვეტამდე და ომის მასშტაბები გაფართოვდება“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.