ირანის პრეზიდენტმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საბოლოო დამარცხების შესახებ განაცხადა
ირანის პრეზიდენტმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საბოლოო დამარცხების შესახებ განაცხადა.
სატელევიზიო მიმართვისას ჰასან როჰანიმ ირანის მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებს აქტიური მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჯიჰადისტების დამარცხებაში ძირითადი როლი ირანმა, ერაყმა, სირიამ და ლიბანმა შეასრულეს.
ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტერორისტულ ჯგუფს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები კვებავდნენ, ამასთან, შეიარაღებით და ფინანსებით ეხმარებოდნენ.
როჰანის თქმით, ჯიჰადისტებს რეგიონის რამდენიმე კონსერვატორული ქვეყანაც ეხმარებოდა.