ირანის პრეზიდენტი - აშშ-სთან დიალოგი შესაძლებელია, თუ სანქციები მოიხსნება
ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებები შესაძლებელია, თუმცა ამისთვის ვაშინგტონის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას.
„როგორც კი, ისინი მოხსნიან უსამართლო სანქციებს, შეასრულებენ ვალდებულებებს და დაუბრუნდებიან მოლაპარაკებების მაგიდას, რომელიც თავად დატოვეს, კარი დახურული აღარ იქნება“, – განაცხადა ჰასან რუჰანიმ.
აშშ-მა გასულ წელს უარი თქვა ირანთან 2015 წელს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების შესრულებაზე და თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ხელახლა აამოქმედა.