ირანის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის ისრაელის რეჟიმი მძიმე ფასს გადაიხდის
ირანის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის ისრაელის რეჟიმი მძიმე ფასს გადაიხდის

ისრაელის რეჟიმი ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის „მძიმე ფასს“ გადაიხდის, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა განაცხადა.

ირანის საკანონმდებლო ორგანის ხელმძღვანელის თქმით, ისრაელის ხელისუფლების დანაშაულები ეფუძნება მის უუნარობას, დაუპირისპირდეს წინააღმდეგობის ძალებს.

ყალიბაფის განცხადებით, ისრაელი „სტრატეგიულ შეცდომას“ დაუშვებს, თუ ფიქრობს, რომ წინააღმდეგობის ფრონტის სამიზნეში ამოღება გავლენას მოახდენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

ირანის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ აპარტეიდული ისრაელისა და მისი მთავარი მოკავშირისთვის, აშშ-ისთვის „დაარტყი და გაიქეცის“ ეპოქა დასრულდა.

„ჩვენი მოვალეობაა რეაგირება სწორ ადგილას და საჭირო დროს“, – აღნიშნა მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა.