ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა აღდგება
ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა აღდგება

ირანის მთავრობამ გადაწყვიტა, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა აღადგინოს, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ბრძანება უკვე გაუგზავნა კომუნიკაციების სამინისტროს. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა თითქმის 90-დღიან ბლოკადას, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო იყო შემოღებული.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეუერთდება ირანი გლობალურ ქსელს.

შეგახსენენბთ, რომ ირანის მოსახლეობის უმრავლესობას ინტერნეტზე წვდომა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ომის დაწყების შემდეგ, 28 თებერვლიდან აქვს შეზღუდული.