ირანის მხრიდან ისრაელზე საჰაერო თავდასხმის ფონზე, იერუსალიმში აფეთქებებისა და განგაშის სინგალის ხმები ისმის [ვიდეო]
ირანის მხრიდან ისრაელზე საჰაერო თავდასხმის ფონზე, იერუსალიმში აფეთქებებისა და განგაშის სინგალის ხმები ისმის [ვიდეო]

ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის ფონზე, იერუსალიმში აფეთქებებისა და განგაშის სინგალის ხმები ისმის.

მედიის ცნობით, სოციალურ ქსელში იერუსალიმის თავზე საჰაერო თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გამოუშვა, მაშინ, როცა მათი ბევრი გამანადგურებელი ცაში ელოდება და ემზადება თავდასხმის მოსაგერიებლად.

„ცოტა ხნის წინ ირანმა ისრაელისკენ რაკეტები გამოუშვა. შეგახსენებთ, რომ საიდანაც არ უნდა იყოს საფრთხე, განგაშის ხმის გაგებისას, თქვენ უნდა შეხვიდეთ თავშესაფარში და იქ დაელოდოთ შემდგომ ინფორმაციას.”

მისივე თქმით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა სრულიად ფუნქციონირებს და წყვეტს საფრთხეებს იქ, სადაც საჭიროა, თუნდაც ამ მომენტში.

„ამ დროისთვის, საჰაერო ძალების მრავალი თვითმფრინავი ჰაერშია, რომლებიც მზად არიან, დაუპირისპირდნენ ნებისმიერ საფრთხეს. შეიძლება, გაიგოთ აფეთქებების ხმა ჩავარდნისას ან ნამსხვრევების ჩავარდნის ხმა. განაგრძეთ პასუხისმგებლობითა და სიმშვიდით მოქმედება, ისე, როგორც აქამდე და დაიცავით ინსტრუქციები. ჩვენ ძლიერი ვართ და შეგვიძლია, გავუმკლავდეთ ამ მოვლენას. ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეების დასაცავად, ისრაელის შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებენ”, – განაცხადა ჰაგარიმ.