ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფებების მეთაურების ტერორისტებად მოხსენიების გამო ბაღდადში საუდის არაბეთის ერთ-ერთი ტელევიზიის ოფისი დაარბიეს
ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფებების მეთაურების ტერორისტებად მოხსენიების გამო ბაღდადში საუდის არაბეთის ერთ-ერთი ტელევიზიის ოფისი დაარბიეს

პროირანული დაჯგუფებების მხარდამჭერებმა ბაღდადში საუდის არაბეთის ერთ-ერთი ტელევიზიის, „ემბისის“ ოფისი დაარბიეს.

შემთხვევა დღეს დილით, მას შემდეგ მოხდა, რაც ტელეარხმა გაავრცელა რეპორტაჟი, სადაც ირანის მხარდაჭერით მოქმედი დაჯგუფებების მეთაურები „ტერორისტებად“ არიან მოხსენიებული.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარო ანონიმურობის დაცვით აცხადებს, რომ 400-დან 500-მდე ადამიანი თავს დაესხა მაუწყებლის სტუდიებს ბაღდადში.

„მათ გაანადგურეს ელექტრონული აღჭურვილობა, კომპიუტერები და შენობის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს“, – აღნიშნა წყარომ.