ირანიდან საქართველოში ნოვრუზის სადღესასწაულო პერიოდში 218 ჩარტერული რეისი დაინიშნა
ნოვრუზის სადღესასწაულო პერიოდში, მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისისთვის, საქართველოსა და ირანს შორის, დამატებით 218 ჩარტერული რეისი დაინიშნა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ჩარტერული ფრენის ნებართვები გაიცა ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეირვეისზე“ (65 ჩარტერული რეისი) და შემდეგ ირანულ ავიაკომპანიებზე – Iran Air, Taban Airlines, Zagros Airlines, ATA Airlines, Iran Aseman Airlines, Qeshm Airlines, Kish Air (153 ჩარტერული რეისი).
ავიარეისების უმეტესობა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ხორციელდება. სხვა დანიშნულების პუნქტებია – ბათუმი, თავრიზი, მაშადი, შირაზი, ისპაჰანი და რაშტი.
ფრენები მთლიანად ტურისტული ჯგუფების გადაყვანაზეა ორიენტირებული.