ირანი თურქეთს სირიელ ქურთებთან და სირიის ხელისუფლებასთან შუამავლობას სთავაზობს
ირანი თურქეთს სირიელ ქურთებთან და სირიის ხელისუფლებასთან შუამავლობას სთავაზობს. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ჯავად ზარიფმა საუბრის დროს 21 წლის წინ მიღწეული შეთანხმება ახსენა, რომლის თანახმადაც, დამასკომ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრების მფარველობა უნდა შეწყვიტოს. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ მიღწეული პაქტი არ შესრულებულა. თუმცა ოფიციალური დამასკო აცხადებს, რომ დოკუმენტის პირობებს იცავს.
„თურქეთსა და სირიას შორის მიღწეულ შეთანხმებას ძალა კვლავ გააჩნია. ის უსაფრთხოების მიღწევის უკეთესი გზა შეიძლება იყოს. ირანს შეუძლია, სირიელი ქურთები, სირიის მთავრობა და თურქეთი ერთად შეკრიბოს, რათა თურქეთმა საზღვრის კონტროლი შეძლოს,“ – განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
სირიის ჩრდილოეთში თურქეთის მიერ წარმოებული ოპერაცია უკვე მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. როგორც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, სამხედრო ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.