ირანი ისრაელს მთის მწვერვალებიდან ღრუბლებისა და თოვლის მოპარვაში ადანაშაულებს
ირანი ისრაელს მთის მწვერვალებიდან წვიმის ღრუბლებისა და თოვლის მოპარვაში ადანაშაულებს. ირანის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოლამრეზა ჯალალის განცხადებით, ისრაელი და კიდევ ერთი „მეზობელი ქვეყანა“ ირანის წინააღმდეგ კლიმატურ ომს აწარმოებენ.
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ისრაელის ქმედებების გამო ჰაერის მასები მოძრაობენ, რაც ტენიანობის კლებას იწვევს.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავღანეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე ზემოთ მწვერვალები თოვლით იფარება, გარდა ირანის ტერიტორიისა“ – აღნიშნა ჯალალიმ.