ირანი ისრაელს მთის მწვერვალებიდან ღრუბლებისა და თოვლის მოპარვაში ადანაშაულებს

17:03, 03.07.2018

ირანი ისრაელს მთის მწვერვალებიდან წვიმის ღრუბლებისა და თოვლის მოპარვაში ადანაშაულებს. ირანის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოლამრეზა ჯალალის განცხადებით, ისრაელი და კიდევ ერთი „მეზობელი ქვეყანა“ ირანის წინააღმდეგ კლიმატურ ომს აწარმოებენ.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ისრაელის ქმედებების გამო ჰაერის მასები მოძრაობენ, რაც ტენიანობის კლებას იწვევს.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავღანეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე ზემოთ მწვერვალები თოვლით იფარება, გარდა ირანის ტერიტორიისა“ – აღნიშნა ჯალალიმ.

 

მსგავსი