ირანი აშშ-სა და მის მოკავშირეებს სირიაზე იერიშის მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებს
ირანი აშშ-სა და მის მოკავშირეებს სირიაზე იერიშის მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებს

ირანი აშშ-სა და მის მოკავშირეებს სირიაზე იერიშის მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია მთლიანად რეგიონზე აისახება.

„აშშ-ს და მის მოკავშირეებს არ აქვთ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებები. ისინი არ დაელოდნენ ქიმიური იარაღის აკრძალვის სპეციალისტებს და ისე დაიწყეს სამხედრო ოპერაცია, ამიტომ რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ” – ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.