ირანი აშშ-ს მოუწოდებს, „სხვების ჩაგვრის ნაცვლად“, საკუთარი ინფიცირებული სამხედროების გადარჩენაზე იზრუნოს
ირანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს და ურჩევს, სხვების ჩაგვრის ნაცვლად, საკუთარ სამხედროებზე იზრუნოს, რომლებსაც „კოვიდ-19“ უკვე დაუდასტურდათ.
ირანის შეიარაღებული ძალების ოფიციალური წარმომადგენელი, აბოლფაზლ შეკარჩი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის საზღვაო ძალებმა დონალდ ტრამპისგან მიიღეს ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში ირანის სამხედრო კატარღებს შეუტიონ.
ამასთან ამერიკული მედია წერს, რომ აშშ-ში ხომალდ „თეოდორ რუზველტზე“ „კოვიდ-19“-ის ფართომასშტაბიანი გავრცელება დაფიქსირდა, სადაც ეკიპაჟის 700 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის ერთი კი გარდაიცვალა.