დონალდ ტრამპმა აშშ-ის საზღვაო ძალებს ნება დართო, ირანის სამხედრო კატარღების მხრიდან აგრესიის შემთხვევაში შეტევაზე გადავიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მიკრობლოგ „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვაო ძალებმა პირადად მისგან მიიღეს ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში ირანის სამხედრო კატარღებს შეუტიონ.
გასულ კვირას, ირანის მახლობლად, საერთაშორისო წყლებში ირანის 11 სამხედრო კატარღა ამერიკის ექვს სამხედრო საზღვაო ხომალდის გარშემო სახიფათო მანევრებს ახორციელებდა.
I have instructed the United States Navy to shoot down and destroy any and all Iranian gunboats if they harass our ships at sea.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) April 22, 2020