ირანი აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს
ირანი აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ამერიკის შეერთებულ შტატებს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„უფლება არ უნდა მივცეთ ამერიკას, კორონავირუსთან ერთად შიშის ვირუსი გაავრცელოს“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

როუჰანის განცხადებამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თეირანს მოუწოდაკორონოვარუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ სიმართლე თქვას.