ირაკლი ზარქუა - უსაფუძვლო, უარგუმენტო სანქციებს პასუხი გასცა ევროკავშირის არჩევნებმა, ევროპაში ჩატარებული არჩევნები გვაჩვენებს, რომ სწორ გზაზე მივდივართ
ირაკლი ზარქუა - უსაფუძვლო, უარგუმენტო სანქციებს პასუხი გასცა ევროკავშირის არჩევნებმა, ევროპაში ჩატარებული არჩევნები გვაჩვენებს, რომ სწორ გზაზე მივდივართ

უსაგნო, უსაფუძვლო, უარგუმენტო სანქციებს ევროკავშირის ამ არჩევნებმა გასცა პასუხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ევროპაში ჩატარებული არჩევნები გვაჩვენებს, რომ სწორ გზაზე მივდივართ“.

„რა გამოდის – ეროვნული ინტერესების დაცვა, წესრიგის დაცვა, უცხოური გავლენების შემცირება, რასაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობამ, დემოკრატიის ძირის გამოთხრაა? მაშინ დაასანქიცრონ ევროკავშირის მოსახლეობაც. სანქციებს რის გამო გვიწესებენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგიტიმური პარლამენტის წევრებს, კანონის მიღების გამო? ეს სად გაგონილა? თან საუბარია კანონზე, რომელიც მათთან უფრო მეტი სიმკაცრითაა. საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც იმას გულისხმობს, რომ წელიწადში ერთხელ გიგაურებმა, ლომჯარიებმა, არასამთაბრობო ორგანიზაციებმა დეკლარაცია შეავსონ და მუშაობა გააგრძელონ. სამართალდამცველებიც დავასანქცირეთო და რის გამო, წესრიგი რომ დაიცვეს? პარლამენტი შტურმით რომ არ ავაღებინეთ ამ რადიკალებს? თეთრ სახლზე თავდასხმის დროს რომ ხუთი ადამიანი შემოაკვდათ, მაშინ იქ რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა შევაფასოთ? ან 2012 წლამდე საქართველოში რეჟიმი რომ ბობოქრობდა და ადამიანებს ჩეხავდნენ აქციებზე, ადამიანები ჯიხურებზე შემოაწყვეს, მაშინ აღშფოთება-შეშფოთება სად იყო, ან სანქციები? რატომ ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს მახსოვრობა არ აქვს? ევროპაში ჩატარებული არჩევნები გვაჩვენებს, რომ სწორ გზაზე მივდივართ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.