ირაკლი ზარქუა - ნახავდით ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას, ეს ქალბატონი აღმოჩნდა რადიკალი ნაცაქტივისტი, ვინმე ქრისტო, თავისი ამორალური საქციელით ალბათ შესაბრალებელია
ირაკლი ზარქუა - ნახავდით ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას, ეს ქალბატონი აღმოჩნდა რადიკალი ნაცაქტივისტი, ვინმე ქრისტო, თავისი ამორალური საქციელით ალბათ შესაბრალებელია

კვირაობით დამყავს ხოლმე ჩემი ქალიშვილი ცეკვაზე. დღეს, როდესაც ფოიეში წუთი წუთზე ველოდებოდი ჩემს შვილს, ნაცაქტივისტი ქალი მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა. ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, ქალი, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა, აღმოჩნდა რადიკალი აქტივისტი, რომელიც, თანამზრახველთან ერთად, სპეციალურად ამისთვის მივიდა.

„ტრადიციულად, კვირაობით დამყავს ხოლმე ჩემი 11 წლის ქალიშვილი ცეკვაზე. დღეს, როდესაც ველოდებოდი ფოიეში წუთი წუთზე ჩემს შვილს, ნაცაქტივისტი ქალი მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა და ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას, თან რამდენჯერმე გავაფრთხილე, რომ ბავშვს ველოდები ფოიეში (ეგ ნაწილი ალბათ ამოჭრა) და ნუ მოიქცეოდა ასე, თუმცა სანამ იქ მყოფმა სხვა მშობლებმაც არ მიუთითეს ამ თავხედობაზე და არ გააგდეს, მანამდე არ დამშვიდდა. კადრების ის ნაწილი გამოდო, რაც ამ ყველაფერს არ ასახავს. ეს ქალბატონი აღმოჩნდა რადიკალ-ნაც-აქტივისტი, ვინმე ქრისტო, რომელიც, თავის თანამზრახველთან ერთად, სპეციალურად ამ საქმისთვის იყო მოსული ჩემთან. აქ უკვე კომენტარიც და რამე საღ მსჯელობაზე, მორალზე ან ადეკვატურობაზე საუბარი ალბათ ზედმეტია, როცა ასეთ უმორალო ხალხს ეხება საქმე. ბოლოს, მაინც მინდა, წუხილი გამოვთქვა და აღვნიშნო, რომ ეს ქალი ალბათ შესაბრალებელია თავისი ამორალური საქციელით, ლექსიკით, სიტყვა-პასუხით და ქმედებით… ამიტომ ასეთებზე დიდად ვერც ვბრაზდები. დააზეპირებინეს რამდენიმე ფრაზა და დარბიან ასე…“ – წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.