ირაკლი ზარქუა - „ნაცმოძრაობაში“ ვაშაძე მიიყვანეს, რომელიც ევროპულობით უკეთესად არის შეფუთული, გიორგი ვაშაძე შარლატანი, ცრუპენტელა და პოპულისტია
ხაბე გაერთიანებული ოპოზიციის ხელმძღვანელად როგორ უნდა დანიშნო? „ნაცმოძრაობაში“ ვაშაძე მიიყვანეს, რომელიც ევროპულობით უკეთესად არის შეფუთული. გიორგი ვაშაძე შარლატანია, ცრუპენტელა და პოპულისტი, წარმოიდგინეთ, პარლამენტში ოთხი კაცით შემოვიდა და ბოლოს ერთმანეთს ეს და მანჯგალაძე შემორჩნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ძირითად ოპოზიციას გიორგი ვაშაძე წარმოადგენს.
„ვაშაძეს მანჯგალაძე მსხვერპლად ჰყავს თუ ტყვედ ჰყავს აყვანილი, არ ვიცი. ვაშაძეს პარლამენტში ყველა გაექცა და რა უნდა ქნას? ისევ პოპულისტობით ირბენს. ჩემი ხაბე სტიქიას პირად კონტროლზე აიყვანს, ვაშაძე უკრაინიდან „ფორთოჩკებიდან“ ჩაერთვება და გვეტყვის, რომ იგებს, ბრძოლის ველზეა. ჭიჭე ვაშაძეა, მისგან რა უნდა იყოს? მათი გაერთიანება ან მივა, ან არა ბოლომდე. ვწუხვარ, რომ ქართულ პოლიტიკაში ძირითადი ოპოზიცია მათ ჰქვია და ეს არის სირცხვილი და მიუღებელი. ბევრი ღირსეული ახალგაზრდაა და მათ სადავეებს არ აკარებენ. მათზე სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო?“ – განაცხადა ზარქუამ.