ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მელიაც კარგი მავნებელია, არ მიდის „ნაცებიდან“, რადგან რომ წავიდეს, სად წავიდეს, ფული უნდა, ეტყობა, იმ დაფინანსებიდან რაღაც წილი მისდის
ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მელიაც კარგი მავნებელია, არ მიდის „ნაცებიდან“, რადგან რომ წავიდეს, სად წავიდეს, ფული უნდა, ეტყობა, იმ დაფინანსებიდან რაღაც წილი მისდის

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მელიაც კარგი მავნებელია, არ მიდის „ნაცებიდან“, რადგან რომ წავიდეს, სად წავიდეს, ფული უნდა, ეტყობა, იმ დაფინანსებიდან რაღაც წილი მისდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაჩო დოლიძისა და ნიკა მელიას გარიცხვა იგეგმება.

„ხაბეს მიჩაგრავენ. მას მაშინაც ვუთხარი, როდესაც ვაშაძეს მოუხმეს. ვაშაძე ხომ იცით, რომელიც არის, მერის არჩევნებზე ოგბუნუჯუმ რომ მოუგო. ახლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს კაცი, ვაშაძე მოიწვია. წარმოგიდგენიათ, „ნაცები“ უკვე რა დონეზე არიან და რა დონის კრიზისი აქვთ. ვაშაძე მოიწვიეს, იქნებ გადაგვარჩინოთო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ქართველებს ძალიან კარგი გამოთქმა გვაქვს. მელია ისედაც გარიცხული არ არის? რა პროცესია, ვინმემ იცის? ის ცალკეა, კომპიუტერები, ოფისები და თანაშემწე ვერ გაიყვეს. ეს პროცესი ქართველ ხალხს და მის უმრავლესობას არც აინტერესებს. უავტორიტეტო, რეიტინგდაცემული რადიკალების ინტერესი ვის აქვს. ის ჯიგარი, კეზერაშვილი, ევროპელებს იქით რომ ძარცვავს, აგზავნის ფულს და ესენი ფულს იყოფენ. ეტყობა, მელია ეცილება, მასაც უნდა თავისი წილი. ეს თემაა, თორემ გგონიათ, რამე, ადამიანების ბედი ადარდებთ. აინტერესებთ, ვის დარჩება კეზერას მოპარული ფული. იქიდან ეტყობა, იმანაც დირექტივა გასცა. ხვალიდან გააქტიურდებიან სავარაუდოდ, რადგან იმ ჯიგარმა სავარაუდოდ დაუწუნა და უთხრა, ძალიან გაკოტრებული ხართ და რაღაც ქენითო. აგერ, მთავარი დამრტყმელი ხომ მოგიყვანეთო, ვაშაძეზე უთხრეს. ეტყობა, მელიაც ამ პარტიისთვის კარგი მავნებელია. არ მიდის „ნაცებიდან“ იმიტომ, რომ სად წავიდეს, რომ წავიდეს, ფული უნდა. ფული არ აქვს და სხვა ალტერნატიული წყაროები ჯერ არ არის. იქ რომ არის, ეტყობა იმ დაფინანსებიდან თვითონაც რაღაც წილი მისდის. არ გახსოვთ, ერთ-ერთ რეგიონში ავეჯი ვერ გადაინაწილეს“, – აღნიშნა ზარქუამ.

ამასთან, ჟურნალისტებმა ზარქუას ჰკითხეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

„უამრავი გაკოტრებულია დარჩენილი პარლამენტში და პარლამენტს მიღმა. როგორც ჭიჭე ვაშაძე შემოიერთეს, ეს გაფართოებაში შედის, ამას გულისხმობენ, ჭიჭე რომ შემოიერთეს თავისი ხუთკაციანი ამალით, თუ ჩიხლაძემ არ დატოვა, მაშინ ხუთნი არიან. დანარჩენებს მოუხმობენ, ვინც არიან, ყოფილები, ვინც „ნაცებს“ არ უნდათ. ველოდები, რომ შალიკოსაც მოიწვევენ. ის კაცი მარტო დარჩა ფანჩატურში. მაშინ კარგი იყო იქ, ყველა ერთად თბებოდა, ახლა არ უნდათ? მოვუწოდებ, გაფართოება შალიკოთი დაიწყონ. მოლოდინი მაქვს, რომ ბატონი შალვა ხაბეს ჩაანაცვლებს. ის რეალურად ნამდვილი რადიკალია, ესენი ფსევდოა, არაფერი გამოსდით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.