ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა სიების აღდგენის საკითხზე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ და უპრინციპო რადიკალურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე
ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა სიების აღდგენის საკითხზე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ და უპრინციპო რადიკალურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა საპარლამენტო სიების აღდგენის საკითხზე, არათანმიმდევრულს უწოდებს.

როგორც ზარქუა აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ უპრინციპობის მაგალითია.

„რაც შეეხება სიების თემას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ და უპრინციპო რადიკალურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. გახსოვთ მათი განცხადებები, გაყალბებულია არჩევნები და ჩვენ არ შევალთო, მერე იძახდნენ, იქ რომ დაჯდე, პუფი უნდა იყოო. მერე თქვეს, იქ რომ დაჯდე მინა უნდა იყოო, მერე თქვეს გამორიცხულია პარლამენტში როგორ უნდა შევიდეთო და მერე შემოვიდნენ. მერე ისევ გავიდნენ. სიები ჩახსნეს. ახლა ამბობენ სიები აღვიდგინეთო. ასეთი უპრინციპო, პოლიტიკური მორალისგან დაცლილი მანდატის მქონე პარლამენტში გჭირდებათ?! რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით არის არათანმიმდევრული, უპრინციპო და ყველანაირი პოლოტიკური მორალისგან დაცლილი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, რაც შეთავაზებულია, კეთილი ინებონ და მობრძანდნენ. თუ ოპოზივია საქართველოს მოსახლეობის ინტერესებზე იქნება აქცენტირებული, შედეგი გარდაუვალია“, – განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სამი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უმრავლესობაშკი უკვე მიღებულია.

„უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტიპება, რომ სამივე ადამიანს პარლამენტში უფლებამოსილება შეუწყდეს. დღეს სხვათაშორის საუბილეო, 70-ე პარლამენტის სხდომაა, რომელსაც არ დასწრებია არც ხოშტარია, არც ნათელაშვილი. ხოშტარიას ნაწილში თავის მოთხოვნა იყო და ვაკმაყოფილებთ, ღირსეულად მოიქცა. რაც შეეხება ნათელაშვილს, გვწყევლის და გვებრძვის და რატომ ვერ გავიგე. ჰქონდა შესაძლებლობა აქამდე შემოსულიყო, მაგრამ სიაც კი ჩახსნა, ახლა თავის თავს დააბრალოს, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, უყვარს ასეთი გამოთქმები და ეს გადაეცით. რაც შეეხება ჯაფარიძეს, კონსტიტუცია გვაქვს და თუ ადამიანს მისჯილი აქვს, ეს შეუსაბამოა პარლამენტის წევრის სტატუსთან და აქედან გამომდინარე მიიღო უმრავლესობამ გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მოვიქცეთ“, – განაცხადა ზარქუამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენას ითხოვს.