ირაკლი ზარქუა - ხელმოცარულების ჯგუფებმა რა შედეგი უნდა მიიღონ არჩევნებზე? დონორებს ატყუებენ, რათა დიდი ფული ჩაიდონ ჯიბეში და შემდეგ თქვან, ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდაო
ირაკლი ზარქუა - ხელმოცარულების ჯგუფებმა რა შედეგი უნდა მიიღონ არჩევნებზე? დონორებს ატყუებენ, რათა დიდი ფული ჩაიდონ ჯიბეში და შემდეგ თქვან, ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდაო

ხელმოცარულების ჯგუფებმა რა შედეგი უნდა მიიღონ არჩევნებზე? დონორებს ატყუებენ, რათა დიდი ფული ჩაიდონ ჯიბეში და შემდეგ თქვან, ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„ლუზერების, ხელმოცარულების, განულებულების ჯგუფებმა რა შედეგი უნდა მიიღოს არჩევნებზე? არაფერი. როგორც ჩანს, ვიღაცამ ამ ცენტრების შექმნა ურჩია და შემდეგ, როცა საარჩევნო ბარიერს მიღმა დარჩებიან, იტყვიან, არჩევნები გაგვიყალბეს, თორემ ჩვენ ვიგებდითო.

ცალკე რომ იყავი, მხარდაჭერის ერთი პროცენტიც არ გქონდა. მელია რომ იყავი, საკუთარი პარტიიდან პანჩურით გაგაგდეს, ხაბემ ჩამოგაგდო და ასეთი კაცი პოლიტიკაში დარჩი – ჰოდა, რა პრეტენზია გაქვთ? ატყუებენ დონორებს, რათა წინასაარჩევნოდ დიდი ფული წამოიღონ, ჯიბეში ჩაიდონ და შემდეგ თქვან, ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდაო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.