ირაკლი ზარქუა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ევროპელ მეგობრებს
ირაკლი ზარქუა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ევროპელ მეგობრებს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ორმაგი სტანდარტი აქვს, ის, რაც მოწონებულია დასავლეთიდან უკრაინაში, ავიღეთ და დავარეგისტრირეთ ზუსტად იგივე მოდელი, ახლა ეს რეკომენდაციები მათთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს პასუხისმგებლობა, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს.

„თქვენ ნახეთ ის პოზიციები, რაც გამოქვეყნებული იყო და რაც გააჟღერა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. თურმე ესენი უკვე თავს იკავებენ და მხარს არ უჭერენ, ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი. ის, რაც მოწონებულია დასავლეთიდან უკრაინაში, ავიღეთ და დავარეგისტრირეთ ზუსტად იგივე მოდელი, ახლა არ აინტერესებთ, ახლა ეს რეკომენდაციები მათთვის მიუღებელია და ამბობენ, რომ მაინც და მაინც სახელი და გვარი უნდა ჩაიწეროს. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი, მათი ორმაგი მიდგომა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ევროპელ მეგობრებს, ჩვენ მას შევასრულებთ, ნიღაბი ყველას ჩამოეხსნება“, – განაცხადა ზარქუამ.