ირაკლი ზარქუა - ჩვენ ვითხოვთ, კრიტიკა დამყარებული იყოს კონკრეტულ არგუმენტებზე, უსამართლობას არ გავუტარებთ, ვინც არ უნდა იყოს და როგორი ლიდერიც არ უნდა იყოს
ირაკლი ზარქუა - ჩვენ ვითხოვთ, კრიტიკა დამყარებული იყოს კონკრეტულ არგუმენტებზე, უსამართლობას არ გავუტარებთ, ვინც არ უნდა იყოს და როგორი ლიდერიც არ უნდა იყოს

ჩვენთვის პრობლემას კრიტიკული განცხადებები არ წარმოადგენს. ჩვენ ვითხოვთ, კრიტიკა იყოს ობიექტური, სამართლიანი და კონკრეტულ არგუმენტებზე დამყარებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ხელისუფლება არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი დამფუძნებელი.

„მომიწოდებ და მეუბნები, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ მივიღო, რადგან ეს კანონი რუსულია, ეს უსამართლობაა. როდესაც საფრანგეთის პირველი და მეორე პალატა გაცილებით მკაცრ კანონს იღებ, ამაზე შენ ხმას არ იღებ, ისევე როგორც მსგავს კანონს იღებს ესპანეთი, კანადა, თურქეთი და ხმას არ იღებენ, ეს ორმაგი სტანდარტია და მიუღებელია. ამ ორმაგ სტანდარტს, მათ შორის, ამერიკელი ხალხი ეტყვის უარს. ცენტრალურ ევროპაში მოსახლეობამ უკვე უარი უთხრა. ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია. როცა მორალს შოლცი წამიკითხავს, რომლიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია;

მეორე, საფრანგეთის ის რომ არის, მაკრონი. ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, მოსახლეობამ უარი გითხრა. რომ გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის, კულტურის ქვეყანასა და ერს ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთ, არასწორ რელსებზე ხართო. ორი მოსმენით საკუთარი ქვეყნის პარლამენტმა მიიღო, შეიძლება, მაკრონსაც უმალავენ ამ თემას? რატომ არ დაგმე? რატომ არის იქ გამჭვირვალობა მისაღები და ჩვენთან მიუღებელი? შეგიძლია, ახსნა? საკუთარ ხალხს ვერ აუხსენი, როცა არჩევნები წააგე და ჩვენ რას აგვიხსნი?!

უსამართლობას არ გავუტარებთ, ვინც არ უნდა იყოს და როგორი ლიდერიც არ უნდა იყოს, ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, კულტურას, ჩემს მიდგომებს არასწორად შეეხება. ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების მატარებლები და ერთ-ერთი დამფუძნებლებიც. ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას, რომელიც არის საწყისი და ყოვლისმომცველი ღირებულებები, რითიც თქვენ დღეს ამაყობთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.