ირაკლი ზარქუა - ბიძინა ივანიშვილი არის სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების სიმბოლო, შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან
ირაკლი ზარქუა - ბიძინა ივანიშვილი არის სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების სიმბოლო, შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან

ბიძინა ივანიშვილი არის საყრდენი და სიმბოლო სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების. შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ყველაფერი გაკეთდება მშვიდი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად.

„რადიკალები და ვითომ უსამშობლოები ქილიკობენ, ბიძინა ივანიშვილი „ბრონირებულ შუშებში“ არისო. ამ უსამშობლოებს შევახსენებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვია ესროლეს. ვინც იტყვის, რომ ეს ოცი წლის ბავშვმა დაგეგმა და განახორციელა, თუ სჯერა, გავატარებთ. ვინც გვეტყვის, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტს გაბრაზებულმა ადამიანმა ესროლა, ვისაც ამის სჯერა, იმასაც გავატარებ. ბიძინა ივანიშვილი არის საყრდენი და სიმბოლო სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების. შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან.

იცით, რომ ევროკომისარის მხრიდან დამუქრებაც იყო. საქმეა აღძრული, რომ შეიძლება რაღაც პროვოკაცია მოაწყონ ან დაკვეთა შეასრულონ „ნაცმოძრაობის“ იმ ზონდერებმა და მკვლელებმა, რომლებიც მიმოფანტული არიან მთელ მსოფლიოში. სიტუაციას ვაზღვევთ. ვის რა ჩანაფიქრი აქვს, არცერთი ასრულდება, რადგან 26 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ისე, რომ არცერთ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოუვარდება. ოპოზიციის ლიდერები ფრთხილად იყვნენ, რადგან აქ რომ სიტუაცია არიონ, არ მოერიდებიან, ოპოზიციის რომელიმე ლიდერს რამე დაუშავდეს. მშვიდი საარჩევნო გარემო გვაქვს და ამის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.