ირაკლი ზარქუა - არ ვიცი, როგორ იყო ევროკავშირში ჩვენი სახე სალომე სამადაშვილი, არაადეკვატურობაა, რაც ვარჰეისთან დაკავშირებით იკადრა, სად არიან არასამთავრობოები, რომლებიც გვაკრიტიკებენ ხოლმე
ირაკლი ზარქუა - არ ვიცი, როგორ იყო ევროკავშირში ჩვენი სახე სალომე სამადაშვილი, არაადეკვატურობაა, რაც ვარჰეისთან დაკავშირებით იკადრა, სად არიან არასამთავრობოები, რომლებიც გვაკრიტიკებენ ხოლმე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მისივე თქმით,  ვარჰეის გზავნილებიდან ჩანს, რომ ევროკომისარი ობიექტურად აღიარებს იმ წინსვლას,სრაც საქართველოს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით აქვს.

„ევროკომისრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იხილეთ, რომელიც იყო საქართველოში და მესიჯები რომლებიც გაჟღერდა. ჩემი აზრით, ყველაფერი ნათელია ერისა და ბერისთვის. რასაც მმართველი პარტია ვამბობდით, რომ მთელ რიგ საკითხებში წინ წასული ვართ, მათ შორისაა სასამართლო რეფორმა, ეკონომიკური ზრდა და სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია არ იზიარებდა, რადგან მათი ინტერესი სხვა იყო, ვროკომისარმა ბოლომდე წერტილი დაასვა.

ევროკომისარმა თქვა, საქართველოში ვარ, სადაც იგრძნობა განვითარება, მათ შორის სასამართლო სისტემის, ეკონომიკის მიმართულებით და ოპოზიციას მოუწოდა, შეეშვას საბოტაჟს და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში შეეხიდოს ხელისუფლებას.

მოსახლეობის სანუკვარი „ოცნებაა“, რომ საქართველო ერვოინტეგრაციის გზაზე მეტად დაწინაურდეს. ამისთვის მმართევლი პარტია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ზედმიწევნით ახორციელებს. თუ განსხვავებული შედეგი დაფიქსირდა, ეს იქნება პირდაპირ ამ რადიკალების და ოპოზიციის სინდისზე. იქნება დამსახურება იმ ფასიანი ლობისტების, კუბილიუსები რომ ჰყავთ.

კომისარი არ არის ჩვენი მხარდამჭერი, მათ შორის ის საკმაოდ კრიტიკული იყო სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ როდესაც განვითარება, წინსვლაა და რეფორმის შედეგი, ამას ობიექტურად აღიარებს ევროპა, არა პოლიტიკურად ანგაჟირებული, არამედ ევროკომისარი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, ირაკლი ზარქუა „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სამადაშვილმა აღნიშნა: „ოლივერ ვარჰეი ევროკომისიაში წარდგენილია ორბანის პარტიის მიერ, გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში. რეალობა კი დღეს ასეთია, რომ ორბანი არის პუტინის მთავარი მოკავშირე“.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო ფაქტს, რაც გუშინ მოვისმინეთ სამადაშვილისგან. მე არ ვიცი, ეს ადამიანი რანაირად იყო ევროკავშირში ჩვენი დიპლომატი და სახე. რა იკადრა გუშინ, არაადეკვატურობა, ცოტა სინდისი იქონიეთ და სახე შეინარჩუნეთ, მეტი არაფერი. ევროკომისარია, რომელიც ობიექტურად მიმოიხილავს და ობიექტურად ასახავს იმ გამოწვევებს, მიღწევებსაც, რაც რეალურად არის, თუ არ მოგეწონათ, ესე იგი თავდასხმა მოსულა? სად არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებენ ხოლმე. ფოტიგას ან კუბილიუსს რომ სამართლიანად შენიშვნას ვაძლევთ ან მივუთითებთ, რომ სიმართლე ილაპარაკონ, მაშინვე რომ გამოხტებიან, გუშინ რაც მოხდა, ის რა იყო, მისაღებია? მაინტერესებს,ს სად არიან არასამთავრობოები, ევროკომისარზე რომ თავდასხმა მაოწყვეს. სამარცხვინო იყო, ეს იყო თქვენი ნიღბის ჩამოხდა, რადგან თქვენს ინტერესებში არ შედის, ქვეყანა წინ წავიდეს „ქართული ოცნების“ ხელში, თქვენს ინტერესებში არის, რამენაირად დაძაბოთ, ესკალაცია და რევოლუციური სცენარი გამოიწვიოთ, რისი საფუძველიც ქვეყანაში არ არის. ეს გითხრათ გუშინ ვარჰეიმ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.