ირაკლი ზარქუა - 2024 წლის მეორე ნახევარი და 2025 წელი ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი იქნება, ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ დამარცხდნენ ევროპის ქვეყნებში მმართველი პარტიები, რომლებიც ჭკუას გვასწავლიან 
ირაკლი ზარქუა - 2024 წლის მეორე ნახევარი და 2025 წელი ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი იქნება, ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ დამარცხდნენ ევროპის ქვეყნებში მმართველი პარტიები, რომლებიც ჭკუას გვასწავლიან 

2024 წლის მეორე ნახევარი და 2025 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი. ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი, ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ დამარცხდნენ ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მმართველი პარტიები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია, ბელგია თუ საფრანგეთი საქართველოს მთავრობას ჭკუას ასწავლიან ქვეყანა როგორ მართონ, თურმე საკუთარ ქვეყანაში ლეგიტიმაციის პრობლემა აქვთ, თავიანთი მოსახლეობა არ ენდობათ.

„2024 წლის მეორე ნახევარი და 2025 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი. ნახეთ, როგორ დამარცხდნენ ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მმართველი პარტიები სამარცხვინოდ. ჩვენ კი მორალს გვიკითხავენ ის ლიდერები, რომელთაც, თურმე, თავიანთი მოსახლეობა მხარს არ უჭერს, ლეგიტიმაცია არ აქვთ. ჩვენ მორალს გვიკითხავენ, ქვეყანა როგორ ვმართოთ, თურმე, პრობლემა საკუთარ ქვეყანაში ჰქონიათ, თავიანთი მოსახლეობა არ ენდობათ. იქნება ეს გერმანია, ბელგია თუ საფრანგეთი ლეგიტიმაციის პროვლბლემა საკუთარ ქვეყანაში აქვთ და ჭკუას გვასწავლიან. თურმე, ეროვნული ღირსება და ეროვნული ინტერესები უკან უნდა მოიტოვო და ემსახურო ვიღაცების დადგენილ რაღაც წესებს ან ინტერესებს. დასრულდა, ერი და ბერი გაერთიანებული ვართ, 26 ოქტომბერს ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს და ამისთვის ვემზადებით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.