ირაკლი თოფაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ დაჭრა მისი შვილი
ირაკლი თოფაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ დაჭრა მისი შვილი

ირაკლი თოფაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ დაჭრა მისი შვილი.

როგორც ირაკლი თოფაძემ განაცხადა, მასთან ჯერ გამომძიებელი არ მისულა და ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„არ ვიცი ანერვიულებული აღელვებული და მისცა რაღაც ჩვენება, რა ჩვენება მისცა არ ვიცი გოგი არ შესწრებია ამ ჩხუბს, მე და გოგი ერთად ავედით და უკვე ყველაფერი მომხდარი იყო. ჯერ ჩემთან გამომძიებელი არ მოსულა და არ უთქვამს იმან დაჭრაო, არავინ არ ამტკიცებს, რომ ქალბატონი ნინოს შვილმა დაარტყა, ჯერ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ დაუდია, თუ დაარტყა და დაჭრა ჩემი შვილი ვერ გეტყვით, ჯერ არავის არ უთქვამს ჩემთვის, რომ იმან დაჭრა“, – განაცხადა ირაკლი თოფაძემ.

თბილისში ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია, რომელსაც ასევე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.