ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, საქართველოში დააკავეს იტალიის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა
ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, საქართველოში დააკავეს იტალიის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა

საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი იტალიის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი დააკავეს, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად დაკავებული პირი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

„იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით, ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცედურები დასრულებულია, მიღებულია მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება იტალიაში და უახლოეს მომავალში მოხდება მისი ექსტრადირება. ბრალდებაა იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. საუბარია იტალიის ტერიტორიაზე მოქმედ ცნობილ დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე. იძებნებოდა წითელი ცირკულარით. იტალიელია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.