ირაკლი შოთაძე - უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული, რა სამართლებრივ მექანიზმებს გაატარებს სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული, რა სამართლებრივი მექანიზმებს გაატარებენ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ საკითხზე ქართულმა მხარემ უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.
„სააკშვილის ექსტრადირებაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. მიმართული გვაქვს უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის და ახლა მათზეა დამოკიდებული, რა სამართლებრივ მექანიზმებს გაატარებენ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.