ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს სხდომაზე პროკურატურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ანგარიში შეეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხებს.
საპროკურორო საბჭოს სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.