ირაკლი შოთაძე - მოვედი როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და ვუპასუხებ საგამოძიებო კომისიის კითხვებს
ირაკლი შოთაძე - მოვედი როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და ვუპასუხებ საგამოძიებო კომისიის კითხვებს

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ყველა კითხვას უპასუხებს, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

„როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, მოვედი და გავცემ კითხვებს პასუხს, დანარჩენს გეტყვით კომისიის სხდომის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საგამოძიებო კომისია დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასაც გამოკითხავს. გახარიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ დეტალურად გამოკითხვის შემდეგ ისაუბრებს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომის​იის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან.

თითქმის ორთვიანი მუშაობის განმავლობაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე 70-მდე ადამიანი გამოკითხა, მათ შორის დაპირისპირებაში მონაწილე და თვითმხილველი არასრულწლოვნები. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ დასკვნა სექტემბერში იქნება ცნობილი.