ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამას და ადვოკატს შეხვდება
საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატს დღეს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართება დახურულ რეჟიმში“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გუშინ განაცხადა, რომ მზად არის ზაზა სარალიძეს შეხვდეს. როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, იგი მზად არის სარალიძის ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს.