ირაკლი შოთაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენს პროკურატურა არ ეთანხმება, გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება
მიუხედავად იმისა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, პროკურატურა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მოსამართლის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს.
ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
შოთაძის თქმით, გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება.
როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.
„მსურს გაგაცნოთ ჩვენი მოსაზრებები სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ განაჩენზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე.
ჩვენთვის, როგორც ბრალდების მხარისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პირი ერთ მათგანი გამტყუნდა მკვლელობაში, მეორე ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში.
მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, არ ვეთანხმებით. გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება.
როგოც ბრალდების მხარე, დეტალებზე ვერ ვსაუბრობ და განაჩენის სამოტივაციო ნაწილს ველოდებით.
ცალსახად ვაცხადებთ, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება, რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ წარადგინა ურტყუარი მტკიცებულების ერთობლიობა და სასამართლოს მხრიდან ამის გაუზიარებლობა გაუგებარია“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.