არჩილ ტატუნაშვილის საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისთვის საქართველში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, მივიღებთ გადაწყვეტილებას, გახდება თუ არა საჭირო საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე შსს-ში გამოძიება დაწყებულია იმ დღიდან, როდესაც არჩილ ტატუნაშვილის გაიტაცეს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. გამოძიება შსს-ში დაწყებულია. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება საერთაშორისო ექპერტიზის ჩართულობას საქმეში, ამ ეტაპზე ექსპერტიზა დანიშნულია საქართველოში სამხარაულის ბიუროში და ექპერტიზის შედეგების მიხედვით, მივიღებთ გადაწყვეტილებას, არის თუ არა საჭირო, რომ საქმეში ჩაერთონ საერთაშოროსო ექსპერტები. ამ ეტაპზე ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ტარდება. გამოძიება სრულიად გამჭირვალე იქნება და შედეგების შესახებ ინფორმირებული იქნება, როგორც საზოგადოება, ასევე ოჯახს ექნება სრული წვდომა გამოძიების შედეგებზე”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.