ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი
პროკურატურაში ძალიან დიდი სამუშაოა განსახორციელებელი, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენის შემდეგ განაცხადა.
შოთაძის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, პროკურატურაში შემუშავდება გრძელვადიანი სამუშაო გეგმა.
„გენერალური პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. ძალიან დიდი სამუშაოა პროკურატურაში განსახორციელებელი. პირველ რიგში, პროკურატურაში შემუშავდება გრძელვადიანი სამუშაო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება ის ქმედებები და პრიორიტეტები, რაც პროკურატურას უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, ეს მიმართულებები გაიგოს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.