ირაკლი სესიაშვილი - საქართველო და მთლიანად რეგიონი აშშ-ის დღის წესრიგში ექცევა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო და მთლიანად რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში ექცევა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, ამერიკა ერთ-ერთი ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა, რომელის მხარდაჭერაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს პერსპექტვების თვალსაზრისით.
“ეს ყველაფერი ძალიან მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობას ემყარება”, – განაცხადა სესიაშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარმოადგინა. 68-გვერდიან დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი. როგორც აშშ-ის ახალ სტრატეგიაშია ნათქვამი, რუსეთმა საქართველოში შეჭრით მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მოსკოვი რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადაა.