ირაკლი სესიაშვილი – საქართველო და მთლიანად რეგიონი აშშ-ის დღის წესრიგში ექცევა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

15:40, 19.12.2017

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო და მთლიანად რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში ექცევა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, ამერიკა ერთ-ერთი ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა, რომელის მხარდაჭერაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს პერსპექტვების თვალსაზრისით.

“ეს ყველაფერი ძალიან მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობას ემყარება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარმოადგინა. 68-გვერდიან დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი. როგორც აშშ-ის ახალ სტრატეგიაშია ნათქვამი,  რუსეთმა საქართველოში შეჭრით მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მოსკოვი რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადაა.

მსგავსი