ირაკლი სესიაშვილი - ნუ ვუყურებთ ისე, თითქოს უმრავლესობის შიგნით დისციპლინის საკითხს სჭირდება ხისტი მიდგომა
ნუ ვუყურებთ ისე, თითქოს უმრავლესობის შიგნით დისციპლინის საკითხს სჭირდება ხისტი მიდგომა, არანაირად, ჩვენ ვცდილობთ, გამოვნახოთ კარგი ფორმები, რაც უფრო მეტად გაგვაერთიანებს და გაგვაძლიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა მისასალმებელია და უმრავლესობაში რაიმე განსაკუთრებული კატასტროფა არ არის.
“რა აჟიოტაჟიც მოყვა უმრავლესობაში ვითომდა სერიოზულ დაპირისპირებას, მე ვიტყოდი, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ჩვენ არ შევუშინდებით არასდროს აზრთა სხვადასხვაობას, განსხვავებული აზრები მისასალმებელია. ემოციურ ფონსაც ჰქონდა ადგილი, აქ რამე განსაკუთრებული კატასტროფა არ არის. პარტიული დისციპლინა ეს არის მიღებული საერთაშორისო პრინციპი და აქ ახალი არაფერია. ჩვენ შინაგანი რწმენით დავარეგულირებთ ეთიკის ნორმებს, თუ წესების ფორმით ჩამოვყალიბდებით, აქაც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ნუ ვუყურებთ ისე, თითქოს უმრავლესობის შიგნით დისციპლინის საკითხს სჭირდება ხისტი მიდგომა, არანაირად, ჩვენ პირიქით ვცდილობთ, გამოვნახოთ ის კარგი ფორმები, რაც უფრო მეტად გაგვაერთიანებს და გაგვაძლიერებს. ეს იმ მიზანს ემსახურება, რომ ქვეყნის საქმე უფრო კარგად ვაკეთოთ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ უმრავლესობის დეპუტატები შეთანხმდნენ, გაიწეროს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ქცევის გარკვეული წესები, რომლებიც დისციპლინის დასაცავად არის საჭირო.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა, რაზეც შევთანხმდით, რომ გაიწერება წესები და ამ წესებთან მიმართებით გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც. ასეთი წესები არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში და ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში. იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა, როგორც დაუწერელი, ასევე დაწერილი წესების არსებობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.