ირაკლი სესიაშვილი - ჩემთვის მარგველაშვილის პოლიტიკური გააქტიურების ეტაპი იქ დასრულდა, სადაც განაცხადა, რომ მზად არის, სააკაშვილს დემოკრატიაზე ესაუბროს
ირაკლი სესიაშვილი - ჩემთვის მარგველაშვილის პოლიტიკური გააქტიურების ეტაპი იქ დასრულდა, სადაც განაცხადა, რომ მზად არის, სააკაშვილს დემოკრატიაზე ესაუბროს

გიორგი მარგველაშვილის განცხადება გასაოცარი იყო, რომ მზად არის, სააკაშვილს დემოკრატიაზე ელაპარაკოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა,

დეპუტატის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და დემოკრატიის ერთად განხილვა წარმოუდგენელია.

„წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილი და დემოკრატია მიახლოებულ ჭრილშიც კი განვიხილოთ. გიორგი მარგველაშვილის განცხადება გასაოცარი იყო, რომ მზად არის, სააკაშვილს დემოკრატიაზე ელაპარაკოს. პირადად, ჩემთვის მისი პოლიტიკური გააქტიურების ეტაპი აქ დასრულდა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ის მზად არის ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით.