გიორგი მარგველაშვილი - მზად ვარ, ველაპარაკო სააკაშვილსაც, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების
გიორგი მარგველაშვილი - მზად ვარ, ველაპარაკო სააკაშვილსაც, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მზად არის, ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილზე მეკითხებით, როდესაც საკითხი ეხება დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ, ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.