ირაკლი სესიაშვილი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში
საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში.
როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, ქვეყნის, მათ შორის უმრავლესობის ერთი ჯარისკაცია და სადაც საჭირო იქნება მისი ჩართვა, იქ იქნება.
„საარჩევნო სიისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. ცხადია, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესში ჩართულია. ის დროც დადგება, როცა პარტია სიას წარმოადგენს. ქვეყნის მიმართ ჩემი დამოკიდებულება პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. ქვეყნის, მათ შორის უმრავლესობის ერთი ჯარისკაცი ვარ და როგორც საჭირო იქნება ჩემი ჩართვა, იქ ვიქნები. მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა ქვეყანაში პრობლემები რჩება“, – განაცხადა სესიაშვილმა.