ირაკლი როსტომაშვილმა ახალი რეკორდი დაამყარა - 124 აზიდვა ერთ წუთში #1TVSPORT
ირაკლი როსტომაშვილი მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენია. ქართველმა კარიერაში მეოთხე რეკორდი 50 სანტიმეტრიანი სიმაღლის პლატფორმიდან აზიდვებში დაამყარა.
ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში ჩატარდა. აქამდე არსებული რეკორდი ერთი წუთის განმავლობაში 115 აზიდვას შეადგენდა, ირაკლიმ კი წუთში 124 აზიდვით რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ირაკლი როსტომაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანია. მან რამდენიმე რეკორდი მოხსნა: 2017 წლის 15 მაისს, 60-ფუნტიანი (27.4 კგ) ზურგჩანთით 30 წამში 39 აზიდვა შეასრულა.
2017 წლის 14 ივლისს, როსტომაშვილმა 60-ფუნტიანი (27.4 კგ) ზურგჩანთით 1 წუთში 62 აზიდვა შეასრულა, ხოლო 2018 წლის 23 თებერვალს, 1 წუთში, 100-ფუნტიანი (45.6 კგ) ზურგჩანთით მუშტებზე 49 აზიდვა შეასრულა.