ირაკლი ქარსელაძე - საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია
საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ხიდი იქნება ძირითადი გამშვები პუნქტი და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
„აღნიშნული ხიდის პროექტი განხორციელების თვალსაზრისითაც უნიკალურია, ვინაიდან აშენდა ორი ქვეყნის მიერ ერთობლივად და შესაბამისად, კარგი მაგალითია, როგორ ვითარდება ისტორიულად ჩვენი მეგობრობა და ძმობა“, – განაცხადა ქარსელაძემ.
ახალი საავტომობილო ხიდი დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა.