ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება
ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება

რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი წელს შემოდგომაზე გაიხსნება. ეს არის პირველი შედეგი იმ გარდამტეხი ფაზისა, რომელიც ამჟამად გვაქვს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 70-80 პროცენტი აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. ამჟამად უკვე გაჭრილია ექვსი გვირაბი და მიმდინარეობს მათი მოპირკეთების სამუშაოები, ხიდებზე კი, დაწყებულიაგამაერთიანებელი ფილებით მონოლითური კონსტრუქციის მოწყობის პროცესი, რის შემდეგაც გზის საფარი დაიგება.

„ზოგადად, რიკოთის მონაკვეთი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას,ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ჩქაროსნული მაგისტრალისშარშან გახსნილ 70 კმ-იან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდეგადაადგილების დრო 1 საათითდაზოგა, წელს დაემატება რიკოთის ერთი მონაკვეთი.ესკიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოდაათვალიერა.ამ მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან სამუშაომიმდინარეობს 18 გვირაბზე და გაჭრილია 2 გვირაბი, ხოლო 37 ხიდიდან სამუშაო 27 ხიდზეა დაწყებული, საიდანაც 4 ხიდზე უკვე დასრულდა მალის ნაშენისათვის რკინა-ბეტონის კოჭების დამზადება და მონტაჟი.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.