ირაკლი ქარსელაძე - 50-მდე ადამიანი იყო, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდით, მათგან ექვსი უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან
შოვში, სტიქიის ზონაში მყოფი 50-მდე ადამიანიდან, რომლებთანაც დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ექვსთან დაკავშირება უკვე მოხერხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პირები უსაფრთხოდ არიან.
„არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით. დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ ექვსი ადამიანი, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზე არიან და უსაფრთხოდ არიან. ბუნებრივია, ეს პროცესი გრძელდება. მიუხედავად ღამის საათებისა, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში, როგორც უკვე უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილი ადამიანების მხარდასაჭერად, ასევე იმ არეალში შესაძლებლობის ფარგლებში საძიებო სამუშაოების განსახორციელებლად“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.