ირაკლი ქადაგიშვილმა წნორის წისქვილ-კომბინატი და ყვარელში მდებარე ღვინის საწარმო მოინახულა
კახეთში მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რეგიონში მდებარე საწარმოების სამუშაო პროცესს გაეცნო.
მან ქალაქ წნორის წისქვილ-კომბინატი და ყვარელში მდებარე ღვინის საწარმო „ყვარლის სარდაფი“ მოინახულა.
„წნორის წისქვილ-კომბინატი მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, არ დგას მარაგის პრობლემა. „ყვარლის სარდაფში“ კი, თანამშრომლების ნაწილი აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „ყვარლის სარდაფის“ დამფუძნებლებმა კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებისთვის stopcov ფონდში 100 000 ლარი გადარიცხეს.
ირაკლი ქადაგიშვილი და ყვარლის მერი როსტომ სესიაშვილი „ყვარლის სარდაფის“ გენერალურ დირექტორს შეხვდნენ და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადეს.