ირაკლი ქადაგიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან დაიწყო
პარტია „ქართული ოცნების“ ახმეტა-თელავი-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან დაიწყო და მოსახლეობას სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო 15 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, რომელიც ირაკლი ქადაგიშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის და თელავის მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსით განხორცილედა. სოფელ კონდოლში სტიქიის შედეგად დაზიანებული 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გადაიხურა.
ირაკლი ქადაგიშვილი თავის საარჩევნო ოლქში 155 სოფლისა და ოთხი ქალაქის მოსახლეობას შეხვდება.